მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, გაიმართა საექთნო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მერვე სხდომა. საბჭომ იმსჯელა საექთნო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტთან დაკავშირებით და დამსწრე წევრების ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა დარგობრივი მახასიათებლის პროექტის ცენტრის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენას.