FAQ

საქართველო მეორე ვადით აირჩიეს კვალიფიკაციების ჩარჩოს ექსპერტთა თემატური სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარედ

15 ოქტომბერი 2024

ბოლონიის პროცესის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) გადაწყვეტილებით საქართველოს მეორე ვადით აირჩიეს ბოლონიის პროცესის კვალიფიკაციების ექსპერტთა თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A on QF) თანათავმჯდომარედ ლატვიასთან და საფრანგეთთან ერთად.

 

2024 წლის სექტემბერში უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში გამართულ სხდომაზე ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფმა ( BFUG) მიიღო ბოლონიის პროცესის განახლებული სამუშაო სტრუქტურა, რომელიც კვლავ მოიცავს ექსპერტთა თემატურ სამუშაო ჯგუფებს.

 

აღნიშნულ სამუშაო შეხვედრაზე დადებითად შეფასდა 2021-2024 წლებში კვალიფიკაციების ექსპერტთა თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A on QF) მუშაობა, რომელსაც თანათავმჯდომარის რანგში კოორდინაციას უწევდა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

 

შესაბამისად, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შემდეგი 4 წლის განმავლობაში კვლავ კოორდინაციას გაუწევს ბოლონიის პროცესის ძირითადი ვალდებულებების დანერგვას წევრ ქვეყნებში.

საქართველო მეორე ვადით აირჩიეს კვალიფიკაციების ჩარჩოს ექსპერტთა თემატური სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარედ