FAQ

ბაღებისათვის რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ახალი მისამართების დამატების ვადები განისაზღვრა

24 ოქტომბერი 2024

გაცნობებთ, რომ გაიხსნა ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა preschoolregistration.emis.ge, სადაც უკვე რეგისტრირებულ დაწესებულებებს და გაერთიანებებს საშუალება ეძლევათ დაამატონ ახალი ფილიალები/მისამართები, რომლებმაც ფუნქციონირება დაიწყეს 2024 წლიდან.

 

დაწესებულებები განახლებული მონაცემების ასახვას შეძლებენ 2024 წლის 18 ოქტომბრიდან 2024 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ბმულზე  -   https://preschoolregistration.emis.ge.

 

განახლებული მონაცემების ასახვა მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული წარმოადგენს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს. 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ცხელ ხაზს ნომერზე -  032 2 02 21 21.
 

ბრძანება

ბაღებისათვის რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ახალი მისამართების დამატების ვადები განისაზღვრა