მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, გაიმართა საჰაერო ხომალდის მართვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მეოთხე სხდომა. საბჭომ იმსჯელა საჰაერო ხომალდის მართვის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავებასთან დაკავშირებით.