FAQ

PROFFORMANCE+ პროექტის ფარგლებში გრძელდება სემინარების სერია სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიების თაობაზე

30 ოქტომბერი 2024

PROFFORMANCE+ პროექტის ფარგლებში გრძელდება სემინარების სერია სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიების თაობაზე.

 

სემინარების სერიის მორიგი შეხვედრა, Zoom პლატფორმის გამოყენებით, ჩატარდება 2024 წლის 7 ნოემბერს, თბილისის დროით 17:00 საათიდან 19:00 საათამდე.

 

სემინარის თემაა „სწავლებისა და სწავლის დიგიტალიზაცია უმაღლეს განათლებაში“.

 

სემინარი ფოკუსირებულია სწავლებისა და სწავლის ინოვაციურ პრაქტიკებზე დიგიტალიზაციის კონტექსტში. გაზიარდება რამდენიმე ინოვაციური პრაქტიკა PROFFORMANCE-ის სწავლების საუკეთესო პრაქტიკების ბაზიდან.

 

სწავლების კარგი მაგალითების გარდა, მონაწილეებს, შეუძლიათ, მიიღონ ინფორმაცია 2024-2025 წლის უმაღლესი განათლების მასწავლებლის ჯილდოს კონკურსის შესახებ, რომელიც ახლახან გამოცხადდა, როგორც PROFFORMANCE პროექტის ნაწილი.

 

შეხვედრის სამუშაო ენაა ინგლისური.

 

შეხვედრის დღის წესრიგს შეგიძლიათ, გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: https://profformance.eu/…/agenda*digitalization-of-teaching…

 

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის შესაძლებელია, გამოიყენოთ მოცემული ბმული: https://profformance.eu/…/registration*digitalization-of…

 

რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 6 ნოემბერი, 2024 წელი

PROFFORMANCE+ პროექტის ფარგლებში გრძელდება სემინარების სერია სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიების თაობაზე