მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ვეტერინარიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-12 სხდომა. საბჭომ იმსჯელა ცენტრის დირექტორის 2018 წლის 3 იანვრის N9 ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის განახლებასთან დაკავშირებით.