პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი პროფესიული სტანდარტების და პროფესიათა ანალიზის, ასევე შესაქმნელი პროფესიული სტანდარტების იდენტიფიცირების მიზნით 2015 წლის 6 მაისს, 17:00 საათზე, „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართი: თბილისი, თამარ მეფის გამზირი №15, გაიმართება სარკინიგზო ტრანსპორტის სპეციალისტთა დარგობრივი შეხვედრა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ წინასწარ, 2015 წლის 5 მაისის ჩათვლით მოგვაწოდონ ინფორმაცია შეხვედრაზე დასწრების სურვილის შესახებ. საკონტაქტო პირი: სოფიო ბუჯიაშვილი: s.bujiashvili@eqe.ge