სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ - ცენტრი) დირექტორის 2024 წლის 22 ოქტომბრის N1364759 ბრძანებით (ბრძანება) ცვლილება განხორციელდა ცენტრის საქმისწარმოების წესში, რომლის თანახმადაც, კორესპონდენცია ადრესატს შეიძლება გაეგზავნოს მხოლოდ ელექტრონული ფოსტით (ბრძანება N1364764), იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი თავად მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე განცხადების წარმოდგენის ეტაპზე.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შეიცვალა „საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების შესახებ", „უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ" და „საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით საქართველოში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების შესახებ" განცხადების ფორმები. (ბრძანება N1435662) (კონსოლიდირებული ბრძანება №292228; 11.03.2020).