განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის პროცესს. აღნიშნული პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს მონიტორინგის სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული ანგარიშის შექმნა და მისი საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნება.
ამ პროცესის ფარგლებში, მონიტორინგის სამუშაო ჯგუფებმა მოამზადეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის ანგარიში, რომელიც საჯარო განხილვისთვის განთავსებული იქნება 11 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით.
Დოკუმენტის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: მონიტორინგის ანგარიში.pdf
Წინადადებების წარმოდგენისთვის გთხოვთ შეავსოთ შემდეგი მონაცემები: https://forms.office.com/e/UYWUUFzXYN