პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი პროფესიული სტანდარტების და პროფესიათა ანალიზის, ასევე შესაქმნელი პროფესიული სტანდარტების იდენტიფიცირების მიზნით 2015 წლის 8 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრში, მისამართი: თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68, გაიმართება მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის სპეციალისტთა დარგობრივი შეხვედრა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ წინასწარ, 2015 წლის 7 მაისის ჩათვლით მოგვაწოდონ ინფორმაცია შეხვედრაზე დასწრების სურვილის შესახებ. საკონტაქტო პირი: სოფიო ბუჯიაშვილი: s.bujiashvili@eqe.ge