FAQ

შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის დარგის სპეციალისტებთან

1 მაისი 2015


პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი პროფესიული სტანდარტების და პროფესიათა ანალიზის, ასევე შესაქმნელი პროფესიული სტანდარტების იდენტიფიცირების მიზნით 2015 წლის 7 მაისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი, გაიმართება კულტურული მემკვიდრეობის დარგის სპეციალისტთა შეხვედრა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ წინასწარ, 2015 წლის 6 მაისის ჩათვლით მოგვაწოდონ ინფორმაცია შეხვედრაზე დასწრების სურვილის შესახებ. საკონტაქტო პირი: სოფიო ბუჯიაშვილი: s.bujiashvili@eqe.ge