FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 26 ნოემბერი 2024

2024  წლის 3 დეკემბერი,  14:00 საათი       
 
დღის წესრიგი

 
1.    შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს "ფინანსების", "ბიზნესის მენეჯმენტი და ციფრული ტექნოლოგიების", "ბიზნესის მენეჯმენტი და ციფრული ტექნოლოგიების" ინგლისურენოვან საბაკალავრო და "ადამიანური რესურსების მართვის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა ;

2.    შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის „ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი)“ საბაკალავრო, „ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები)“ საბაკალავრო, „ციფრული მარკეტინგის“  საბაკალავრო, „ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიების“ სამაგისტრო, „ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისათვის“ სამაგისტრო, „ბიზნესის ადმინისტრირების“ სადოქტორო, „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ სადოქტორო  საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

3.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ფინანსების" (თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) ინგლისურენოვანი პროგრამა) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

4.    სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის “არქეოლოგიის” სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის  საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა.
 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.  
 

 

Join Zoom Meeting:

https://us02web.zoom.us/j/84926068008?pwd=IDS5uux6FN2y0uBjQvFxqub7S9RwlC.1

 

Meeting ID: 849 2606 8008

 

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით