FAQ

მრგვალი მაგიდა თემაზე „ავადმყოფის მოვლა კლინიკური სივრცის მიღმა“

1 მაისი 2015


1 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა საპატრიარქოსა და საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იყო „ავადმყოფის მოვლა კლინიკური სივრცის მიღმა“. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს შინმოვლის სპეციალისტის, როგორც კვალიფიკაციის არსებობის საკითხი და ისაუბრეს სტანდარტებისა და პროგრამების შემუშავებაზე.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე მიწვეული იყო პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი კახა ერაძე. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის საკრებულოს, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდა თემაზე „ავადმყოფის მოვლა კლინიკური სივრცის მიღმა“