FAQ

საჰაერო ხომალდის მართვის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვის სხდომა გაიმართა

9 დეკემბერი 2024

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, გაიმართა საჰაერო ხომალდის მართვის უმაღლესი განათლების დარგობრივი  საბჭოს მე-6 სხდომა. საბჭომ იმსჯელა საჰაერო ხომალდის მართვის დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვის პერიოდში (14.11.2024-დან- 04.12.2024)  შემოსულ წინადადებებთან და საბჭოს წევრთა მხრიდან წარმოდგენლ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.