29 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გერმანულმა ორგანიზაცია CERTQUA-მ წარმოადგინა პრეზენტაცია „განათლების ხარისხის სერტიფიცირება ISO სტანდარტებით“. შეხვედრის მიზანი იყო ISO სერტიფიცირების შესაძლებლობის განხილვა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, გერმანული ორგანიზაცია CERTQUA-ს ხელმძღვანელი ანდრეას ორუ და GIZ-ის (გერმანიის თანამშრომლობის საერთაშორისო საზოგადოება) წარმომადგენლები.