FAQ

შეხვედრა ტრანსპორტის სპეციალისტებთან

5 მაისი 2015


პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი პროფესიული სტანდარტების და პროფესიათა ანალიზის, ასევე შესაქმნელი პროფესიული სტანდარტების იდენტიფიცირების მიზნით 2015 წლის 6 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართი: თბილისი, კოსტავას 77, მე-3 სართ. გაიმართება ტრანსპორტის სპეციალისტთა დარგობრივი შეხვედრა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ წინასწარ, 2015 წლის 5 მაისის ჩათვლით მოგვაწოდონ ინფორმაცია შეხვედრაზე დასწრების სურვილის შესახებ. საკონტაქტო პირი: სოფიო ბუჯიაშვილი: s.bujiashvili@eqe.ge.