FAQ

დამტკიცდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICTs) უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლი

16 დეკემბერი 2024

2024 წლის 28 ნოემბერს ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICTs) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრა ცენტრის დირექტორის 2019 წლის 11 ივნისის N476/ი ბრძანებით დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად წარიმართა, რომლებიც „უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების, განახლებისა და დამტკიცების, დარგობრივი საბჭოების, დარგობრივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და საქმიანობის წესით“ არის რეგულირებული.

 

სხდომის ფარგლებში, ცენტრის დირექტორის 2024 წლის 26 აპრილის MES 7 24 0000474975 ბრძანებით დამტკიცებულმა დარგობრივმა საბჭომ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის დამტკიცებას.

 

დარგობრივი საბჭოს რეკომენდაციის  საფუძველზე, ცენტრის დირექტორმა ოფიციალურად დაამტკიცა ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICTs) უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი, ხოლო ძველი რედაქცია ძალადაკარგულად გამოცხადდა.

 

 დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/1030/informaciis-da-komunikaciis-teqnologiebi