FAQ

საჰაერო ხომალდის მართვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მეშვიდე სხდომა გაიმართა

17 დეკემბერი 2024

მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, გაიმართა საჰაერო ხომალდის მართვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-7 სხდომა. საბჭომ იმსჯელა საჰაერო ხომალდის მართვის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტთან დაკავშირებით და დამსწრე წევრთა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა დოკუმენტის ცენტრის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენას.