განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 2024 წლის 17 დეკემბერს, გაიმართა მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-6 სხდომა. საბჭომ იმსჯელა მედიცინის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივ მახასიათებელში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით.