FAQ

ცენტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ორგანიზაცია - COGNIA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

18 დეკემბერი 2024

 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ორგანიზაცია COGNIA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული  ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების - American International Accreditation Protocol - ის აღიარებას.

 

COGNIA-ს მიზანია საქართველოში საერთაშორისო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების მიწოდების უზრუნველყოფა. 

 

ამ მიზნის მისაღწევად, COGNIA-მ შექმნა და ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგადი განათლების სამივე საფეხურს.

 

მნიშვნელოვანია, რომ COGNIA-ს პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი, საქართველოს ტერიტორიაზე გათანაბრებული იქნება სრული ზოგადი განათლების ატესტატთან. 

 

აღნიშნული დოკუმენტის მქონე პირისთვის უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.

 

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეები მოქმედებენ საერთო პრინციპებითა და ღირებულებებით, რაც გულისხმობს განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას, განათლების ხარისხის უწყვეტ განვითარებას, თანასწორობასა და სასკოლო საზოგადოების უფლებების განუხრელად დაცვას.

ცენტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ორგანიზაცია - COGNIA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა