განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის კურიკულუმის ექსპერტებისთვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ექსპერტების შესაძლებლობების გაძლიერებას ავტორიზაციის საკითხებთან მიმართებაში.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ძირითადი თეორიული და პრაქტიკული საკითხები. მათ შორის, პრაქტიკულ ქეისებზე დაყრდნობით განხორციელდა ექსპერტების უნარების გაუმჯობესება დასკვნის წერის საკითხებში.
ასევე, სამუშაო შეხვედრების მონაწილე მხარეების აქტიური ჩართულობით გაიმართა პრაქტიკული სამუშაოები და სხვადასხვა თემატური სესიები.
მნიშვნელოვანია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მომავალშიც განაგრძობს საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესში მონაწილე ყველა მხარისთვის ხელშემწყობ პროექტებს, შეხვედრებს, ტრენინგებსა და სხვა აქტივობებს.