2024 წლის 27 დეკემბერი, 14:00 საათი
დღის წესრიგი:
1. შპს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ,,ლოგისტიკის" საბაკალავრო და „სატრანსპორტო ლოგისტიკის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის "გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. შპს კავკასიის უნივერსიტეტის „გრაფიკული დიზაინის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით განხორციელებული გეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
4. შპს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის „ინგლისური ფილოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით განხორციელებული გეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა.
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით.
Join Zoom Meeting
https://us02web.zoom.us/j/82448375926?pwd=1SGcS7rrASo4r1bARkK9btpbmFZUAp.1
Meeting ID: 824 4837 5926
Passcode: 648074
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.