FAQ

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგი განახორციელა

13 იანვარი 2025

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის პროცესს. აღნიშნული დოკუმენტების  მონიტორინგი ხორციელდება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ შემდეგი სამართლებრივი აქტების საფუძველზე:

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის №103/ნ ბრძანების მიხედვით;
  • ცენტრის დირექტორის №666/ი ბრძანების შესაბამისად.

მონიტორინგის პროცესისთვის ცენტრის დირექტორის ბრძანებით დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფები:

  1. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი;
  2. სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი.

სამუშაო ჯგუფებმა მონიტორინგის გეგმაზე დაყრდნობით მოამზადეს მონიტორინგის ანგარიში და რეკომენდაციების პაკეტი, რომლებიც შემდგომში განხილულ და შეთანხმებლ იქნა მრჩეველთა და საკოორდინაციო საბჭოებთან.

რეკომენდაციების პაკეტი წარედგინა ცენტრის დირექტორს განსახილველად და შემდგომი გადაწყვეტილებების მისაღებად. აღნიშნული პროცესის მიზანია, უზრუნველყოს ეროვნული კვალიფიკაციების სისტემის  გაუმჯობესება და მისი ეფექტიანობის ამაღლება.

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე (პუნქტი 8): https://eqe.ge/ka/page/static/1024/erovnuli-dokumentebi

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგი განახორციელა