2025 წლის 23 იანვარს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ვეტერინარიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-15 სხდომა. საბჭომ იმსჯელა ცენტრის დირექტორის 2018 წლის 3 იანვრის N9 ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის განახლებასთან დაკავშირებით და ერთხმად დაუჭირა მხარი დარგობრივი მახასიათებლის განახლებული პროექტის ცენტრის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენას.