FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 24 იანვარი 2025

2025 წლის 31 იანვარი, 14:00 სთ

Დღის წესრიგი:

 

1.შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის "ბიზნესის ადმინისტრირების" საბაკალავრო ",  "ბიზნესის ადმინისტრირების" სამაგისტრო და ,,ფინანსების" სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

2. შპს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის "ბიზნესის ადმინისტრირების" საბაკალავრო, "ბიზნესის ადმინისტრირების" ინგლისურენოვანი საბაკალავრო, "საჯარო მმართველობის" საბაკალავრო, "ბიზნესის ადმინისტრირების" სამაგისტრო, "ადამიანური რესურსების მართვის" სამაგისტრო და "საჯარო მმართველობის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 

3. სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის  "საჯარო მმართველობის" საბაკალავრო (180 ECTS), "საჯარო მმართველობის"  საბაკალავრო (240 ECTS), "ბიზნესის ადმინისტრირების"  სამაგისტრო, "ბიზნესის ადმინისტრირების" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის საკითხის განხილვა;

4. სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო და სამაგსიტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის საკითხის განხილვა.
 


საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა  ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი  იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით.
 
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.

 

https://us02web.zoom.us/j/85691991677?pwd=A6pBLQzarQ6LDs4CIUVlAaYMISFFu1.1