FAQ

ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესი გრძელდება

12 თებერვალი 2025

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურების ორგანიზებით, პროექტის - „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ ფარგლებში, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირების პროცესის განხორციელების სამუშაო ჯგუფის  მე-3 სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა მიზანი იყო “ეროვნული კვალიფიკაციების სისტემის ანალიზისა” და “ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს სახელმძღვანელო” დოკუმენტების განახლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, პროექტის ფარგლებში მიღწეული პროგრესის შეფასება და შემდგომი აქტივობების დაგეგმვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის ძირითადი ჯგუფისა და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირების პროცესის განხორციელების მიზნით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის წევრები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პროექტი ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან ჰარმონიზაციის მიზნით დაიწყო, რაც გულისხმობს ევროპულ მეტა-ჩარჩოებთან (EQF-LLL, QF-EHEA) საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზებასა და შესაბამისობის დადგენას მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA). აღნიშნული უზრუნველყოფს საქართველოს განათლების სისტემის ცნობადობის ამაღლებას.