FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 13 თებერვალი 2025

2025 წლის 20 თებერვალი, 14:00  საათი

 

დღსი წესრიგი: 

 

1.    სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ,,საინჟინრო მენეჯმენტის" საბაკალავრო, ,,სამეწარმეო მენეჯმენტის" სამაგისტრო, ,,საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიების" საბაკალავრო (180 ECTS კრედიტი), ,,ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის" სამაგისტრო (60 ECTS კრედიტი), ,,საჯარო მმართველობის" რუსულენოვანი სამაგისტრო, ,,ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის" სადოქტორო და ,,საჯარო მმართველობის" ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის შესახებ;

2.    სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

3.    შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 

4.    შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისი ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრტედიტაციის საკითხის განხილვა;

 

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზებისთვის სხდომა ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ,  Zoom პროგრამის/ აპლიკაციის საშუალებით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom  შეხვედრის მისამართი და საჭირო მონაცემები, რომლითაც  ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, რომ დისტანციურად ჩაერთოს განხილვის პროცესში.

 

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.

 

https://us02web.zoom.us/j/88561634950?pwd=X93CSMSa1MOQFguKv9kXOgSxblWbn8.1

 

Meeting ID: 885 6163 4950

Passcode: 143071