მიმდინარე წლის 26 თებერვალს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ვეტერინარიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-17 სხდომა. საბჭომ იმსჯელა ცენტრის დირექტორის 2018 წლის 9 მარტის N181 ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარის მომზადების 60 კრედიტიანი სასერტიფიკატო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის განახლებასთან დაკავშირებით.