კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 5 მარტს, სოფლის მეურნეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-9 სხდომა გაიმართა. მიმდინარე სხდომაზე, საბჭომ კენჭი უყარა და ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა მეცხოველეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის ცენტრის დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენას.