მიმდინარე წლის 12 მარტს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, გაიმართა საექთნო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მეცხრე სხდომა. საბჭომ იმსჯელა საექთნო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით.