5 მაისს განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებთან, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (იუმს) დანერგვის თაობაზე. შეხვედრაზე განხილული იყო სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ის ვალდებულებები, რომელიც გააჩნია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის ერთ-ერთ სუბიექტს. საუბარი იყო იუმს-ის დანერგვის იმ მეთოდოლოგიაზე, რომელიც დაფუძნებულია PDCA (Plan, DO, Check, Act) ციკლზე, ასევე გაზიარებულ იქნა ინფორმაცია ინფორმაციული უსაფრთხოების მართვი სსისტემის დანერგვის რა ეტაპზე იმყოფება ცენტრი.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დირექტორი ირაკლი გვენეტაძე, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ირაკლი ლომიძე, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის მენეჯერი დავით ბულავრიშვილი და ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი ლაშა შიშნიაშვილი.