FAQ

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და კვების დარგის ექსპერტებისთვის ტრენინგების ციკლი გაიმართა

21 მარტი 2025

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში,  სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და კვების დარგის ექსპერტების ახალი ნაკადისთვის, ტრენინგების ციკლი ჩატარდა.


ტრენინგების  მიზანი იყო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის, საკანონმდებლო ჩარჩოს, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების გაცნობა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ექსპერტების საქმიანობის წესი და ეთიკის კოდექსი.


ტრენინგის მონაწილეებმა, ჯგუფური მუშაობის პრინციპით შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები და გაიმართა კითხვა-პასუხის სესიები.


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს ბაღების ავტორიზაციის პროცესში ჩართული მხარეების ხელშეწყობის პროექტებს, შეხვედრებს, ტრენინგებს და სხვა აქტივობებს.

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და კვების დარგის ექსპერტებისთვის ტრენინგების ციკლი გაიმართა