6 მაისს პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი პროფესიული სტანდარტების და პროფესიათა ანალიზის, ასევე შესაქმნელი პროფესიული სტანდარტების იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში - ტრანსპორტის, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში - კინოხელოვნების, ხოლო საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში - სარკინიგზო ტრანსპორტის სპეციალისტთა დარგობრივი შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრებს ესწრებოდნენ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.