FAQ

დამტკიცდა მეცხოველეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი

4 აპრილი 2025

2025 წლის 5 მარტს, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სოფლის მეურნეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა.

მიმდინარე სხდომაზე, საბჭომ კენჭი უყარა და ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება მეცხოველეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის ცენტრის დირექტორთან დასამტკიცებლად წარდგენის თაობაზე.

დარგობრივი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ცენტრის დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება მეცხოველეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებ.

დამტკიცებული დარგობრივი მახასიათებელი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/1032/soflis-meurneobametyeveobametevzeoba-veterinaria