FAQ

სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივ საბჭოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

15 აპრილი 2025

მიმდინარე წლის 15 აპრილს, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივ საბჭოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების ფუნქცია-მოვალეობების, სხდომების მიმდინარეობისა და უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების პრინციპების შესახებ. შეხვედრაზე, ასევე, მოისმინეს გარე ინიციატორი მხარის, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასაბუთება სამედიცინო ფიზიკის დარგობრივი მახასიათებლის შემუშავებისა და ცენტრში რეგისტრაციის შესახებ.

სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივ საბჭოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა