FAQ

სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს I სხდომა გაიმართება

15 აპრილი 2025

მიმდინარე წლის 6 მაისს, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს I სხდომა გაიმართება. საბჭო იმსჯელებს სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შესახებ.

 

შეხვედრა ჩატარდება ჰიბრიდულად:

•    შეხვედრაში ფიზიკიურად მონაწილეობისათვის მობრძანდით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, მე-4 სართულის საკონფერენციო დარბაზში (მერაბ ალექსიძის ქუჩა, მეორე შესახვევი N 2);
•    შეხვედრაზე დისტანციურად ჩასართავად ისარგებლეთ მოცემული ბმულით -  https://us02web.zoom.us/j/89603724065?pwd=bZa6PoFk7UEWuALFScJxNZn77xbHRu.1