FAQ

საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

2 მაისი 2025

ეროვნული კვალიფიკაციების სისტემის ანალიზის განახლებული დოკუმენტის საჯარო განხილვა

გაცნობებთ, რომ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, პროექტის - „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ ფარგლებში განახლდა 2021 წელს შემუშავებული ეროვნული კვალიფიკაციების სისტემის ანალიზის  დოკუმენტი. (დოკუმენტის გასაცნობად იხ. ბმული)

 

დოკუმენტთან დაკავშირებით წინადადებების მიღება იწარმოებს: 2025 წლის 5 მაისიდან -18 მაისის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/e/svhqELgfJ8

 

დოკუმენტის განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით,  28 მაისს, 16:00-ზე. 
შეხვედრის ბმული გამოგეგზავნებათ სხდომის გამართვამდე, 1 დღით ადრე.

 

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის წარმომადგენელს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:  s.gaprindashvili@eqe.ge