მიმდინარე წლის 27 მაისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს II სხდომა გაიმართება. საბჭო იმსჯელებს სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტზე.