PROFFORMANCE + პროექტის ფარგლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ონლაინ ღონისძიება – „მასწავლებლის ძალა – უმაღლესი განათლების პოლიტიკის განხორციელება PROFFORMANCE-თან ერთად“ იმართება. ღონისძიების ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო კონკურსის 2024/25 წლის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. მონაწილეებს შესაძლებლობა, გაეცნობით PROFFORMANCE+ პროექტის ინოვაციურ ინსტრუმენტებსა და რესურსებს, რომლებიც ემსახურება პროფესორ-მასწავლებელთა საქმიანობის გაუმჯობესებას და უმაღლესი განათლების სფეროს განვითარებას.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი საკითხები:
• PROFFORMANCE-ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო კონკურსის (2024/25) გამარჯვებულების პრეზენტაციები სწავლების საუკეთესო პრაქტიკისა და პროექტების შესახებ.
• PROFFORMANCE Toolkit — რესურსების ნაკრები, რომელიც მიზნად ისახავს პროფესორ-მასწავლებელთა გაძლიერებას სწავლა-სწავლების მიმართულებით ცვლილებების განსახორციელებლად.
• დისკუსია სწავლების მეთოდოლოგიებთან და უმაღლესი განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებით.
ღონისძიების დეტალები:
• თარიღი: 2025 წლის 4 ივნისი
• დრო: 11:30–18:00 თბილისის დროით (9:30–16:00 CET)
• ფორმატი: ონლაინ (ღონისძიების ბმული გამოგეგზავნებათ რეგისტრაციისას მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე).
იხ. ღონისძიების:
• სპიკერები
• დღისწესრიგი
ღონისძიებაში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა: რეგისტრაციის ბმული
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ PROFFORMANCE ვებ-გვერდს:https://profformance.eu/
საკონტაქტო ინფორმაცია: award.profformance@tpf.hu