FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

16 მაისი 2025


 PROFFORMANCE + პროექტის ფარგლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ონლაინ ღონისძიება – „მასწავლებლის ძალა – უმაღლესი განათლების პოლიტიკის განხორციელება PROFFORMANCE-თან ერთად“ იმართება. ღონისძიების ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო კონკურსის 2024/25 წლის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. მონაწილეებს შესაძლებლობა, გაეცნობით PROFFORMANCE+ პროექტის ინოვაციურ ინსტრუმენტებსა და რესურსებს, რომლებიც ემსახურება პროფესორ-მასწავლებელთა საქმიანობის გაუმჯობესებას და უმაღლესი განათლების სფეროს განვითარებას.

 


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი საკითხები:

•    PROFFORMANCE-ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო კონკურსის  (2024/25) გამარჯვებულების პრეზენტაციები სწავლების საუკეთესო პრაქტიკისა და პროექტების შესახებ.

•    PROFFORMANCE Toolkit — რესურსების ნაკრები, რომელიც მიზნად ისახავს პროფესორ-მასწავლებელთა გაძლიერებას სწავლა-სწავლების მიმართულებით ცვლილებების განსახორციელებლად.

•    დისკუსია სწავლების მეთოდოლოგიებთან და უმაღლესი განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებით.
 

 

ღონისძიების დეტალები: 
•    თარიღი: 2025 წლის 4 ივნისი
•    დრო: 11:30–18:00 თბილისის დროით (9:30–16:00 CET)
•    ფორმატი: ონლაინ (ღონისძიების ბმული გამოგეგზავნებათ რეგისტრაციისას მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე).

იხ. ღონისძიების: 
•     სპიკერები
•     დღისწესრიგი

ღონისძიებაში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა: რეგისტრაციის ბმული 
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ PROFFORMANCE ვებ-გვერდს:https://profformance.eu/
საკონტაქტო ინფორმაცია: award.profformance@tpf.hu

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!