გიწვევთ უმაღლესი განათლების მიმართულებით სწავლა-სწავლების საერთაშორისო ქსელში (PROFFORMANCE Peer Network) გასაწევრიანებლად
PROFFORMANCE + პროექტის ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს გიწვევთ, შეუერთდეთ ევროპის მასშტაბით მოქმედ ქსელს, რომელიც ემსახურება სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, პროფესორ-მასწავლებელთა შეფასებასა და მხარდაჭერას. PROFFORMANCE-ის ინსტიტუციური ელჩები (IPA) გაცვლიან გამოცდილებას, წარმოაჩენენ საუკეთესო პრაქტიკას და გამოსცდიან ინოვაციურ ინსტრუმენტებს, როგორიცაა PROFFORMANCE შეფასების ინსტრუმენტთა ნაკრები(PAT).
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ ქსელის წევრობა:
თანატოლთა სწავლება - რეგულარული ონლაინ შეხვედრები სწავლა-სწავლების ცენტრების მენეჯერებთან, ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებთან, ადამიანური რესურსების განვითარების სპეციალისტებთან და პროგრამის ხელმძღვანელებთან.
პრაქტიკული ინსტრუმენტები - PAT-სა და სხვა რესურსებზე წვდომა, რომლებიც ხელს უწყობს მასწავლებლების შეფასებასა და განვითარებას; ასევე, სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.
ქსელის მთავარი ფოკუსი - შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ პრაქტიკულ სიმულაციაში ქსელის ღონისძიებაზე (პირისპირ შეხვედრის ფორმატში) 2025 წლის 16 ოქტომბერს, ბუდაპეშტში (შერჩეული მონაწილეებისთვის მგზავრობის და ცხოვრების ხარჯები ანაზღაურდება).
პროექტის ძირითადი ეტაპები:
13 ივნისი, 2025, 12:00–14:00 (თბილისის დროით) - საინფორმაციო სესია და ონლაინ მოსამზადებელი შეხვედრა;
14 ივნისი – 15 ივლისი, 2025 - PROFFORMANCE შეფასების ინსტრუმენტის (PAT) საპილოტო ფაზა – მოსინჯეთ ინსტრუმენტი თქვენს დაწესებულებაში;
31 ივლისი, 2025 - ინსტიტუციური და ინდივიდუალური უკუკავშირი;
აგვისტო, 2025 - შერჩეული მონაწილეების ინფორმირება მათი შერჩევის თაობაზე;
5 სექტემბერი, 2025 - საორიენტაციო შეხვედრა შერჩეული მონაწილეებისთვის, 16 ოქტომბრის ღონისძიებამდე;
16 ოქტომბერი, 2025 - ქსელური ღონისძიება ბუდაპეშტში და ერთობლივი სიმულაცია.
ვის შეუძლია მონაწილეობა:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე: სწავლა-სწავლების ცენტრების ხელმძღვანელები, ხარისხის უზრუნველყოფის (QA) და ადამიანური რესურსების მართვის (HR) გუნდის წევრები, სასწავლო გეგმების შემქმნელები და პროგრამის ლიდერები.
როგორ შეძლებთ მონაწილეობას:
ყველა აპლიკანტს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ქსელის ონლაინ სესიებში; ბუდაპეშტში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეთა სია ცნობილი გახდება მიმდინარე წლის აგვისტოში.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ, მიმართოთ პროექტის გუნდს: ehea@tpf.hu
გახდით ცვლილებების ნაწილი — ჩაერთეთ პროცესში დღესვე!