მიმდინარე წლის 27 მაისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს II სხდომა გაიმართა. საბჭომ იმსჯელა სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტზე.