მიმდინარე წლის 9 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს III სხდომა გაიმართება. საბჭო იმსჯელებს სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტზე.
შეხვედრის დეტალები:
სხდომა ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში.
ფიზიკური დასწრების შემთხვევაში: გთხოვთ, მობრძანდეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, მე-4 სართულის საკონფერენციო დარბაზში (მერაბ ალექსიძის ქუჩა, მეორე შესახვევი N2);
დისტანციური ჩართვისთვის: ისარგებლეთ შემდეგი ბმულით - https://us02web.zoom.us/j/89603724065?pwd=bZa6PoFk7UEWuALFScJxNZn77xbHRu.1