მიმდინარე წლის 4 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს ( შემდგომში - მრჩეველთა საბჭო) IX სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მრჩეველთა საბჭოს წარედგინა "საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)" პროექტის 6 თვის სამუშაოს ანგარიში, რომელიც მოიცავდა 2024 წლის ოქტომბერი – 2025 წლის მარტის პერიოდს. საბჭოს წევრებს დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია მოცემული პერიოდის განმავლობაში პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების, შემუშავებული/განახლებული დოკუმენტების, ჩართული მხარეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
მრჩეველთა საბჭომ დადებითი რეკომენდაცია მისცა სხდომაზე წარმოდგენილ სამუშაოს ანგარიშს.