2025 წლის 17 ივნისი, 14:00 საათი
დღის წესრიგი:
1. შპს შპს თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტს "აიიუთი"-ის ფარმაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. შპს კავკასიის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. შპს კავკასიის უნივერსიტეტის "ციფრული კომუნიკაცია და მედია - არტის" საბაკალავრო და "გრაფიკული დიზაინის" ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
4. შპს კავკასიის უნივერსიტეტის „კლინიკური ფსიქოლოგიის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
5. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით