მიმდინარე წლის 24 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს IV სხდომა გაიმართება. საბჭო იმსჯელებს სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტზე.
შეხვედრის დეტალები: სხდომა ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში. ფიზიკური დასწრების შემთხვევაში: გთხოვთ, მობრძანდეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, მე-4 სართულის საკონფერენციო დარბაზში (მერაბ ალექსიძის ქუჩა, მეორე შესახვევი N2); დისტანციური ჩართვისთვის: ისარგებლეთ შემდეგი ბმულით - https://us02web.zoom.us/j/89603724065?pwd=bZa6PoFk7UEWuALFScJxNZn77xbHRu.1