FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 10 ივნისი 2025

2025 წლის 20 ივნისი, 14:00 საათი

 

დღის წესრიგი

 

1.    შპს საქართველოს უნივერსიტეტის ქართული ტრადიციული მუსიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;  
2.    შპს საქართვლოს უნივერსიტეტის ინოვაციური ლიდერობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3.    შპს ევროპის უნივერსიტეტი „სტომატოლოგიის“ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა;
4.    სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ისტორიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
5.    სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის "საქართველოს ისტორიის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.  


 
 
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით