2025 წლის 27 ივნისი, 14:00 საათი
დღის წესრიგი
1. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ეკოლოგიის" ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ეკოლოგიის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის “საბაკალავრო” საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
4. სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ეკოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
5. სსიპ -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის “მთის სოფლის მდგრადი განვითარების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
6. შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის "სამართლის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით
Join Zoom Meeting
https://us02web.zoom.us/j/88293200285?pwd=MHk8PX3E6bbAzbPi3CkY9k3xtG4G0c.1
Meeting ID: 882 9320 0285
Passcode: 937531