FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 30 ივნისი 2025

2025 წლის 08 ივლისი, 14:00 საათი

დღის წესრიგი: 

 

1. შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის "სკოლამდელი განათლების" საბაკალავრო, "განათლების კვლევების და ადმინისტრირების" სამაგისტრო, "განათლების მეცნიერებების" ინგლისურენოვანი სადოქტორო და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;  
2. სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის "ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის" სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 
3. შპს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის "აღმოსავლეთ ევროპის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 

4. შპს სულხან-საბა ორბელიანის  "ინგლისური ფილოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა; 
5. სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის "საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატიის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 

 

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.   
 
 
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით