2025 წლის 08 ივლისი, 14:00 საათი
დღის წესრიგი:
1. შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის "სკოლამდელი განათლების" საბაკალავრო, "განათლების კვლევების და ადმინისტრირების" სამაგისტრო, "განათლების მეცნიერებების" ინგლისურენოვანი სადოქტორო და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის "ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის" სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. შპს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის "აღმოსავლეთ ევროპის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
4. შპს სულხან-საბა ორბელიანის "ინგლისური ფილოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა;
5. სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის "საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატიის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით